გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს და წერს, რომ მორიგი სამხედრო დახმარება უპილოტო საფრენ აპარატებს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს მოიცავს.

"სამხედრო დახმარება მიწოდებულია ორი განსხვავებული გზით: ერთი მხრივ, არის ფედერალური მთავრობის სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ტექნიკისა და სხვა მასალების მიწოდების დასაფინანსებლად. მეორე მხრივ, არის მიწოდებები ფედერალური შეიარაღებული ძალების მარაგებიდან. საერთო ჯამში, გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ ამ დრომდე გასცა ან აიღო ვალდებულება მომავალი წლების სამხედრო დახმარებისთვის, დაახლოებით 28 მილიარდი ევროს ღირებულებით", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას მასალა ფედერალური შეიარაღებული ძალების მარაგიდან მიაწოდა, რომელიც დაახლოებით 5,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ასევე, გერმანიაში სამხედრო მომზადება 10 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა. ამ ტრენინგის დანახარჯები ამ დროისთვის დაახლოებით 282 მილიონი ევროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი