უკრაინული მედია გაეროში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს.
"ისრაელი მუშაობს, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული დარტყმებისგან," - ამბობს ელჩი გილად ერდანი.
როგორც ელჩი ამბობს, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა. ასობით უკრაინელმა კი მკურნალობის კურსი ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა.