პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ადასტურებს, რომ პარიზში შეხვედრის დროს მოკავშირეებმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ იმსჯელეს. თუმცა, მისი თქმით, საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.
"ყველაზე ემოციური დისკუსია გაიმართა უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის თემაზე და აქ არანაირი თანხმობა არ იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ცალკეული ქვეყნები თავად წყვეტენ, როგორ დაეხმარებიან უკრაინას", - ამბობს დუდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები უახლოეს მომავალში შეძლებენ უკრაინაში შეიარაღების მოცულობითი პარტიის გაგზავნას. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რაც უკრაინას ძალიან სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა და უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღია დისკუსია გაიმართა სახელმწიფოებს შორის, უკრაინის მხარდასაჭერად ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის პრეზიდენტი და ჰოლანდიის პრემიერმინისტრი. აშშ-დან და კანადიდან შედარებით უმცროსი ოფიციალური პირები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა ახალი კოალიციაც, რომელიც იმუშავებს უკრაინისთვის საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
ასევე ნახეთ: