პესკოვის თქმით, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გაგზავნის

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლური ქვეყნები უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი იქნება რუსეთ-ნატოს პირდაპირი კონფლიქტის რისკი, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში საბრძოლველად, პესკოვმა თქვა:

"ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამ ქვეყნებმაც უნდა შეაფასონ და იცოდნენ ამის შესახებ და ჰკითხონ საკუთარ თავს, არის თუ არა ეს მათ, ისევე როგორც მათი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებში", - თქვა პესკოვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, მომავალში, გამორიცხული არაა. ამ თემაზე მან პარიზში, დასავლეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, საკითხზე ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი. 

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის პრეზიდენტი და ჰოლანდიის პრემიერმინისტრი. აშშ-დან და კანადიდან შედარებით უმცროსი ოფიციალური პირები. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოკავშირეებმა ამ თემაზე იმსჯელეს, თუმცა კონსენსუსს ვერ მაღწიეს. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი