სუმის რაიონში რუსების საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. პოლიციელები წინა დაბომბვის შედეგებს აფიქსირებდნენ, რა დროსაც განმეორებითი დაბომბვა დაიწყო. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების საარტილერიო თავდასხმა სამართალდამცველებზე გამიზნულად მოხდა.
შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში უკვე იპოვეს ორივე პოლიციელის ცხედარი.
დაშავებულია ოთხი გამომძიებელი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ.