საერთაშორისო ჯარები უკრაინაში - დასავლელი ლიდერები პირველად ალაპარაკდნენ ომში მყოფ ქვეყანაში საკუთარი კონტინგენტის გაგზავნაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ეს იდეა 20 სახელმწიფოს ლიდერთან ერთად განიხილა. კონკრეტული გადაწყვეტილება, ან თუნდაც შეთანხმება, ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის დახმარების თემა დასავლური პოლიტიკისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება. ემანუელ მაკრონის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ უცხოელების ჩართვა უკრაინელი სამხედროების ადგილზე მომზადებისა და ზურგის სამუშაოებში იგულისხმება.