
რუსეთმა დონეცკის ოლქის კურახოვსკაიას თემი დაბომბა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია. ასევე, ცნობილია, რომ დაზიანდა ბიზნეს შენობა და მანქანები.
"2024 წლის 27 თებერვალს მტერმა ქვემეხი არტილერიით ესროლა კურახოვსკაიას საქალაქო ტერიტორიულ თემს, დაზარალებულ რაიონში კერძო საწარმო იყო. 32 წლის თანამშრომელი მიყენებული დაზიანებების გამო სამედიცინო დაწესებულებაში მიყავდათ, თუმცა ის გზაზე გარდაიცვალა. 55-დან 70 წლამდე ასაკის კიდევ სამი მამაკაცი და ორი ქალი კიდურებსა და კისერზე ჭრილობებით, მოტეხილობით, არტერიის რღვევით და გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერია განცხადებაში.