ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა. მას აეროპორტში ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა:

"საკვანძო მომენტი უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მანამდე ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან უკრაინის "მშვიდობის ფორმულა" განიხილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი