"ლელოს" წევრის ცემისთვის, შსს-მ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" წევრზე ძალადობის ბრალდებით თბილისში, 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით

"ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს თბილისში, დიღმის მასივში, დაესხნენ. სამი თავდამსხმელი მას ფიზიკურად თავისსავე საცხოვრებელ კორპუსთან გაუსწორდა. შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი