
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარტში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი ეწვევა რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირის ქვეყნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვიზიტი, 2 მარტს დაიწყება. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ასევე ჩავა პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიასა და საფრანგეთში, რათა "ჩაატაროს შატლური დიპლომატიის მეორე რაუნდი, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას".
გასულ წელს ლი ჰუი იმყოფებოდა რეგიონში და მოლაპარაკებები გამართა მოსკოვში, კიევში და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
ჩინეთი არაერთხელ გააკრიტიკეს რუსეთის ომის მკაფიოდ დაგმობაზე უარის თქმის გამო. ჩინეთი ასევე არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გასულ წელს ქვეყანამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რაც ჩინეთის აზრით იყო კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის საფუძველი, მაგრამ უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები თვლიდნენ, რომ ის არ შეიცავდა რაიმე რეალისტურ წინადადებებს მშვიდობისკენ.