ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა,ალექსანდრ დე კროომ, განაცხადა.

"ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის] ის, რაც მოითხოვა - მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაშორებლად", - თქვა დე კროომ.

ზელენსკიმ ბელგიას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა - "ასეთი მტკიცე და დროული ქმედებები არის ზუსტად ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში თავისუფლების დასაცავად გვჭირდება".

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15 ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა კი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი