იაპონია უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება

გამოქვეყნდა:

უკრაინის ინფრასტრუქტურისა რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტომ იაპონელ პარტნიორებთან დაზიანებული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენაში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"იაპონელ პარტნიორებთან - იაპონიის ურბანული აღორძინების სააგენტოს, იაპონიის წყლის მართვის სააგენტოსა და IHI Corporation-ის სოციალური ინფრასტრუქტურის ბიზნეს ხაზის ხელმძღვანელებთან გაფორმდა სამი მემორანდუმი", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა გულისხმობს უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენას, ასევე მოდულური პონტონური ხიდის დამონტაჟებას M-15 მაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის. ამან უნდა გააუმჯობესოს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების კავშირი ევროპასთან (მათ შორის დროებითი ხიდი მაიაკიში, ხიდი მდინარე დუნაისზე უკრაინასა და რუმინეთს შორის და ხიდი დნესტრის შესართავზე).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი