
28 თებერვალს ევროპულმა საბჭომ სამი საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებიც დაკავშირებულია 2021-2027 წლების ევროკავშირის გრძელვადიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვასთან, რაც მოიცავს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასაც.
პაკეტს ხელი მოეწერება და უახლოეს დღეებში EU-ს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნების დღიდან.
2021-2027 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები ასახავს ევროკავშირის ლიდერების მიერ 2024 წლის 1 თებერვალს მიღწეულ შეთანხმებას და აძლიერებს ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს შეზღუდული რაოდენობის პრიორიტეტულ სფეროებში.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, მიგრაციას, ინვესტიციებს კრიტიკულ ტექნოლოგიებში, როგორც ევროპის სტრატეგიული ტექნოლოგიების პლატფორმის ნაწილი, გადაუდებელი დახმარება ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები და ჰუმანიტარული კრიზისები ევროკავშირში და მთელ მსოფლიოში, და სხვა.
თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:
მანამდე, 27 თებერვალს აღნიშნული მაკროსაფინანსო პაკეტი ევროპარლამენტმა დაამტკიცა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის 2021-2027 წლის გრძელვადიანი საფინანსო ჩარჩო 2020 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა მოულოდნელი ფაქტორების გამო, ცვლილებების პაკეტი ევროკომისიამ 2023 წლის 20 ივნისში წარადგინა.