რუსეთმა სუმის რაიონში ვოროჟბიანის თემი დაბომბა, შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და ფერმის შენობები. ინფორმაციას სუმის ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

"დღეს, 12:25 საათზე, რუსებმა არტილერიით დაბომბეს ვოროჟბიანის თემი. დაფიქსირდა 4 აფეთქება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ცეცხლი საწარმოს საწყობებშიც გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა, 28 თებერვალს, სუმის რაიონის სასაზღვრო თემები 42-ჯერ დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი