"ლელოს" პარტიის წევრზე თავდასხმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ მისი თანაგუნდელები. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ოპონენტებზე ძალადობა სწორედ ხელისუფლების მხრიდან მოდის:
ეს მიუთითებს იმაზე რომ ის კამპანია, რომელიც სამწუხაროდ მოდის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დისკრედიტაცია, დამცირება... თავს იჩენს ამ ქმედებებში, რომელიც არის მართული. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუ ეს ასე არ იქნება, დასკვნა იქნება ერთი - რომ ეს პროცესები მართულია ხელისუფლების მხრიდან" ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსზე თავდასხმისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაზარალებულის თქმით, კი ინციდენტში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება მისივე მართული აგრესიული ჯგუფებით პოლიტიკური ანგარიშსწორების გზას უფრო და უფრო ხშირად მიმართავს.