ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

"2024 წლის 23 თებერვალს რუსული თვითმფრინავის წინა თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი, სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებული ქალის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე - კრიტიკული მთელი მისი საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში, ის იმყოფებოდა დამწვრობის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი... ოდესელი ქალი 61 წლის იყო", - განაცხადა კიპერმა.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს რუსეთის ჯარები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, სახლზე დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, დაშავებული ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი