"დედოვშინა" რუსულ ჯარში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებია, რუსეთმა ისევ უკრაინის ქალაქებს შეუტია და ისევ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. როცა რუსული არმია ვერაფერს ახერხებს ხოლმე უკრაინელი დამცველების წინაშე, მაშინ კრემლი საკუთარი ძლევამოსილების დამტკიცებას განუზომელი სისასტიკით ცდილობს. ოდესისკენ გასროლილი ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოარტყეს, რასავ 10-მდე ადამიანი შეეწირა.

აი ფრონტის ხაზზე კი, სადაც პუტინის არმია სანგრებშია გამაგრებული, დიდი ხანია საქმე რუსებისთვის კარგად ვერ მიდის. შეიძლება უკრაინელების წინსვლა ამ ეტაპზე დრამატული არ არის, მაგრამ ის წარმოუდგენლად დიდი ადამიანური ფასი, რასაც კრემლი ამ ფრონტის ხაზის გამაგრებაში იხდის, რუსეთის მაშტაბების ქვეყნისთვისაც კი წარმოუდგენლად მაღალია.

დიდ დანაკარგებს დაუმატეთ ე.წ. "დედოვშინის", უმძიმესი ფაქტები, და გასაგები ხდება, რომ მორალი პუტინის არმიაში მიწასთანაა გასწორებული. უკან დახეულებს ხვრეტენ, ურჩებს სასაკლაოზე ერეკებიან, წინა ხაზზე თუ არ უნდა წასვლა - ჯარისკაცმა მეთაურს ფული უნდა გადაუხადოს, ურკაინელების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ჯარისკაცებს კი ისევ გარდაუვალ სიკვდილზე უშვებენ და მათი სახლში დაბრუნება არც განიხილება. 

ფატქები ნამდვილად შოკისმომგვრელია, იმდენად რომ ბევრისთვის ერთადერთი არჩევანი ამ დანაშაულის მხილება გახდა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი