ზელენსკი: თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში უკრაინის ძალების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავებზე ისაუბრა:

"მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ ისინი ყრიან ამ ბომბებს და კლავენ. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა".

თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში.

რუსული მხარე ამ ციფრებს არ ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი