ჩვენი კეთილსინდისიერება შემოწმებულია, კანონს ვემორჩილებით და არა გაურკვეველი ხასიათის რეკომენდაციებს | გვრიტიშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის აზრით,  მოსამართლეებს დამატებითი ტესტის გავლა არ სჭირდებათ. მას "მთავარმა არხმა" ჰკითხა ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, მოსამართლეების კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებაზე.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები საქართველოს კანონმდებლობას ემორჩილებიან -"ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას და არა ამ გაურკვეველი ხასიათის რეკომენდაციებს, თუ კანონმდებლობის მოთხოვნა იქნება, მაგ მოთხოვნას აუცილებლად შევასრულებთ". 

"საქართველოს კანონმდებლობით, მანამ სანამ პირი განმწესდება მოსამართლედ, მისი კეთილსინდისიერებაც მოწმდება და კვალიფიკაციაც, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსამართლეების, ვინც მართლმსაჯულებას ვახორციელებთ საქართველოს სახელით, ჩვენი კეთილსინდისიერება უკვე შემოწმებულია და ჩემი აზრით, დამატებით რაიმე შემოწმებას არ საჭიროებს. [...] ყველას თავისი რაღაც მოტივაცია აქვს, ალბათ ვისი ინიციატივაც არის, მას უნდა ჰკითხოთ", - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი. 

ირაკლი ბონდარენკო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ მოსამართლის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობაა კეთილსინდისიერება - "იმას გეტყვით მე თქვენ, რომ მე არ ვარ მზად და არ ვარ კეთილსინდისიერი და ასე შემდეგ ხომ?!".

"ვინ რას ითხოვს მე არ ვიცი და რატომ ითხოვენ, ყოველ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი არის ყველა ის მოსამართლე, ვინც დღეს საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს", - ამბობს ის.

იხილეთ ასევე: 

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი