"უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის" | შმიგალი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამისათვის თანხა, დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყო. 

"2024 წელს, საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პრეზიდენტმა მიზნად 1 მილიონი დრონი დაისახა. უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - ამბობს შმიგალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი