ჰააგამ რუსი სამხედრო მეთაურების დაკავების ორდერები გასცა

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი სერხი კობილაშისა და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა.

კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.

ICC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კობილაში და სოკოლოვი პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე აღნიშნულ პერიოდში.

ჰააგამ დაადგინა, რომ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.

სასამართლო ასევე ასკვნის, რომ დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე მეტად, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.

შეგახსენებთ, ზუსტად 1 წლის წინ, ჰააგის სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მიმართაც და მათი დაკავების ორდერები გამოსცა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი