
რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კრასნოჰორივკა დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
"კრასნოჰორივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დღეს დილით რუსებმა ქალაქი დაბომბეს არტილერიით - სასიკვდილოდ დაიჭრა 72 წლის მამაკაცი," - წერს ფილაშკინი.
ფილაშკინის თქმით, დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე ამჟამად 524 000 მოსახლე რჩება. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, დონეცკის რეგიონიდან 1 355 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 164 000-ზე მეტი ბავშვია ევაკუირებული.