"უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს" | მაკრონი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას საუბრობს.

როგორც ფრანგული გამოცემა Le monde წერს, ელისეს სასახლეში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრა კი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 27 თებერვალს, მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრის შემდეგ ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მაკრონის პოზიციით აღელვებულია: "მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინის დახმარების კუთხით საფრანგეთს საკუთარი თავისთვის ლიმიტი არ დაუწესებია".

კომუნისტური პარტიის მდივანმა ფაბიენ რუსელმა კი განაცხადა: "საფრანგეთის პოზიცია შეიცვალა, წითელი ხაზები აღარ არსებობს, შეზღუდვები აღარ არსებობს."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი