რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ვოლგოგრადის ოლქში 15 დრონით იყო შეტევა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ვოლგოგრადის ოლქში პარასკევს დილით. ჯამში, სამინისტროს ცნობით, ღამისა და დილის განმავლობაში რეგიონის თავზე უკვე ჩამოგდებულია 15 დრონი.

მანამდე სამინისტრომ ტელეგრამზე დაწერა, რომ 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ღამით ვოლგოგრადის ოლქის თავზე, კიდევ ერთი კი ბელგოროდის ოლქში. 

სამინისტრო ზარალსა და მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ბელგოროდისგან განსხვავებით, ვოლგოგრადის ოქლი არ ესაზღვრება უკრაინას; მისი საზღვრიდან უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უახლოეს პუნქტამდე 300 კილომეტრზე მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი