ფრანგული იარაღის მწარმოებლები სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში აწარმოებენ | თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი გეგმავს იარაღის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიებმა სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოონ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუს თქმით, არსებობს გეგმა, რომ პირველი საწარმოები ამ ზაფხულს ამუშავდება.

"სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორობას უკრაინულ კომპანიებთან, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოოს სათადარიგო ნაწილები უკრაინის ტერიტორიაზე და შესაძლოა საბრძოლო მასალაც. ჩვენი იდეის მიხედვით, პირველი საწარმოო ერთეულები ამ ზაფხულს უნდა ამოქმედდეს." - განაცხადა სებასტიან ლეკორნიუმ.

მინისტრის ინფორმაციით კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი სტრუქტურა, რომელიც ფრანგული და გერმანული კომპანიების მიერ შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი