რუსების თავდასხმას ხარკოვზე მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

რუსები ხარკოვის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს. დაიღუპა ორი ადამიანი - ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"დაახლოებით 15:00 საათზე ვოვჩანსკში მტრის FPV თვითმფრინავი სამოქალაქო მანქანას დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 58 წლის კაცი და 53 წლის ქალი. თვითმხილველების თქმით, შესაძლოა, კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო მანქანაში," - ნათქვამია განცხადებაში.

ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღძრეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი