
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ წამოჭრილი დისკუსია სასარგებლოა რუსეთზე ზემოქმედებისთვის.
ამის შესახებ მან პოლონეთის სეიმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მაკრონის სიტყვების კომენტირებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს ისტორიაში, როდესაც 1950-1953 წლებში, კორეის ომის დროს, სახელმწიფოთა კოალიცია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყნის დასახმარებლად წავიდა.
"ამის გათვალისწინებით, აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის.
ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეების საფრანგეთის ინიციატივას, რადგან, ჩემი აზრით, მათ აქვთ კარგი განზრახვა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ჩვენ არაფერს კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
იხილეთ: