
ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში ევაკუირებულ იქნა უკრაინის 59 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
"7-8 მარტს ღაზას სექტორიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის მორიგი ეტაპი გაიმართა. ჩვენი 59 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები (15 ბავშვი, 37 ქალი, 8 კაცი) გადაიყვანეს ეგვიპტის ტერიტორიაზე რაფაჰის საგუშაგოს გავლით," - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და უკრაინის საელჩოების დიპლომატიური პერსონალის ძალისხმევით ევაკუაცია წარმატებით დასრულდა, მოქალაქეები ეგვიპტეში სასტუმროში განათავსეს და ისინი უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნდებიან.