
სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ევგენი სმირნოვს, რომელსაც ბრალად ედება წარწერის გაკეთება "პუტინმა მოკლა ნავალნი."
არსებული ინფორმაციით, კაცმა აღნიშნული წარწერა ღობეზე 16 თებერვალს გააკეთა. მის დაკავებას წინ უძღოდა სახლის ჩხრეკა - ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს საბანკო ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა. სმირნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 თებერვალს გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა.
თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.
ნავალნის ოჯახი მისი ცხედრის გადაცემას 8 დღის განმავლობაში ითხოვდა და საბოლოოდ 24 თებერვალს, მის დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.