"რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს სამხედროები უკრაინიდან?" | სიკორსკის მიმართვა რომის პაპს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი, რომის პაპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას "თეთრი დროშის" აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს.

სიკორსკის შეფასებით, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს უნდა მოუწოდოს, უკრაინიდან საოკუპაციო ჯარები გაიყვანოს. 

"რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან?", - წერს სიკორსკი.

გარდა ამისა, სიკორსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გამოიყვანს, მაშინ მშვიდობა მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე დადგება.

ცნობისთვის, რომის პაპმა შვეიცარიულ გამოცემასთანინტერვიუში განაცხადა"მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, "თეთრი დროშის" აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა "მოლაპარაკებები" ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი