
ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის სოფელი ანტონიევკა დაბომბეს. იერიშის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, რუსები სოფელს თავს დრონებით დაესხნენ. დაზიანდა სამოქალაქო ინტრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
ამ დროისთვის, დამატებითი ინფორმაცია უცნობია.