რუსებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქი დაბომბეს | ორ ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარია

გამოქვეყნდა:

რუსების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილის დაბომბვის შედეგად ორ ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

"მტერმა ქალაქ დობროპილიას დაარტყა, ქალაქის ორი ადმინისტრაციული შენობა განადგურდა. შენობების შენობები ნაწილობრივ დაინგრა, რასაც ავეჯისა და სამშენებლო კონსტრუქციების დაწვაც მოჰყვა," - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, მაშველებმა 450 კვ.მ ფართობის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, მეორე შენობა ისევ იწვის.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი