
"მადლობა გადავუხადე საფრანგეთის სამხედრო დახმარების პაკეტისა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩემი ზარი ემანუელ მაკრონთან იყო გრძელი და როგორც ყოველთვის, ორიენტირებული.
განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და პარიზის ბოლო საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის მხარდასაჭერად.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ მაკრონს საფრანგეთის 16 თებერვლის ძლიერი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, ისევე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული ყველა მისი განცხადებისთვის, პირადი ხელმძღვანელობისთვის შორ მანძილზე იარაღის კოალიციის ჩამოყალიბებაში და ახალი ინიციატივებისთვის ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.
ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც მალე გაიმართება." - წერს ზელენსკი.