რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"დაახლოებით 13:30 საათზე რუსეთმა დაბომბა ვოვჩანსკი, რის შედეგადაც 70 წლის ქალი დაშავდა. დამპყრობლებმა ასევე დააზიანეს 8 კერძო სახლი. 13:00 საათის შემდეგ რუსულმა არმიამ კუპიანის რაიონს შეუტია. მანამდე სოფელ ჰლუშკოვკაში სამი კაცი დაჭრეს. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან და  სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვის რაიონის სოფელ კუტუზივკას S-300 საზენიტო მართვადი რაკეტებით. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი