
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ რამენსკის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც, მისი თქმით, "მოსკოვისკენ მიფრინავდა".
"წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ", - დაწერა მან "ტელეგრამზე".
რამენსკის რაიონი მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სამშაბათს ღამით ბელგოროდის, კურსკისა და ორიოლის ოლქის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შესახებ. ოროლში, თვითმფრინავის დარტყმამ მასიური ხანძარი გამოიწვია ნავთობის საცავში.