რუსეთის ბელგოროდის ქალაქის ადმინისტრაციის შენობას დრონი შეეჯახა | გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. ინფორმაციას გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი "ტელეგრამზე" ავრცელებს. 

ბელგოროდის მერიაში განმარტეს, რომ დრონი შენობის შესასვლელ კარს შეეჯახა.

გლადკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა: ერთ ქალს ჭრილობები აღენიშნება, მეორეს ტვინის შერყევა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა ფასადი. 

მერიის ოფიციალურმა ტელეგრამის არხმა თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოები გაავრცელა:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი