
EU-მა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხეზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების მოქმედება ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"EU-ის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან საფრთხეზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები... სანქციები გაგრძელდება 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ერთეულზე, რომელთაგან ბევრი მიმართულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ", - წერია განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ომის წარმოების უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების შემდგომი გაძლიერებით, მათი სრული და ეფექტური განხორციელებით და მათი გვერდის ავლის პრევენციით.