პასუხი "ოცნების" ულტიმატუმს | უკრაინა საქართველოს მთავრობას 3 მოთხოვნას უყენებს

გამოქვეყნდა:

პასუხი "ქართული ოცნების" ულტიმატუმს. კიევში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნებს პოლიტიკური ირონიით უყურებენ, თუმცა ირონიის გარეშე პასუხობენ საკუთარი მოთხოვნებით. დასრულდეს ფლირტი კრემლთან, შეწყდეს დახმარება სანქციების დაძლევაში და გადაეცეს უკრაინას სააკაშვილი - მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად კიევი ურთიერთობის ნორმალიზებას.

უკრაინული პასუხი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ კომენტარებში თავშეუკავებლობით ცნობილი ირაკლი კობახიძეც კი იძულებული გახდა ფრთხილად შეერჩია სიტყვები. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით არის განაწყენებული კიევზეც და ბრიუსელზეც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი