დასავლეთის ლიდერები პაპის წინააღმდეგ | ვატიკანი ფრანცისკე I-ის განცხადებას განმარტავს

გამოქვეყნდა:

რომის პაპი დასავლური სამყაროს კრიტიკის მთავარი სამიზნე ხდება. უკრაინის და მისი მხარდამჭერების უკიდურესი გაღიზიანება პონტიფიკოსის იმ ფრაზებმა გამოიწვია, რომლებშიც ის უკრაინელებს დანებებას ურჩევს. ფრანცისკე I თავის ინტერვიუში ამბობს, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა მარცხთან ახლოსაა და დროა, თეთრი დროშა აღმართოს.

ამ ინტერვიუს ჯერ კიევში და შემდეგ ევროპის სხვა დედაქალაქებში უმწვავესი პასუხები მოჰყვა. საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის მხარდაჭერა კრემლის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა, პაპისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვდნენ. ვატიკანმა ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი