
კრივი რიჰზე მტრის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი ავრცელებს.
"კიდევ ერთი ტრაგიკული საღამო რეგიონისთვის. კრივი რიჰში ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. ექიმები საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი," - წერს ის.
კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულის განცხადებით: "სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ხანძარს აქრობს. სასწრაფო დახმარება მუშაობს".