ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტზე მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტზე მუშაობა დაასრულა და საბჭოს წარუდგინა. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ორივე ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული ჩარჩო პროექტი დაყოფილია სამ ნაწილად:

  1. პრინციპები, რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ;
  2. მოლაპარაკებების შინაარსი;
  3. მოლაპარაკებების პროცედურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტი ეფუძნება გასული გაფართოების გამოცდილებას და მიმდინარე გაწევრიანებას. ისინი აერთიანებენ გაფართოების განახლებულ მეთოდოლოგიას და ითვალისწინებენ ევროკავშირის კანონმდებლობას.

ევროკომისიის მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტის დასრულებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. 

"მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტის წინადადებების დასრულებისთვის, რომელიც საბჭოს წარედგინება. ეს მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯია უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების პრაქტიკული დაწყებისკენ. ჩვენი ევროპული არჩევანი ამოქმედდება და უკრაინის EU-ში გაწევრიანების დღე ახლოვდება. ასევე, ვულოცავ მეგობარ მოლდოვას, რომლის მოლაპარაკებების ჩარჩო წინადადებების პროექტი ასევე დასრულებულია. ჩვენ გვერდიგვერდ მივაღწევთ პროგრესს EU-ის წევრობისკენ. ჩვენ ასევე ვულოცავთ ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკომისიის რეკომენდაციას EU-თან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რომ EU-ში გაიზარდოს და გაძლიერდეს, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველა ევროპელისთვის." - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი