რიაზანის ოლქში, დრონით თავდასხმის გამო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ხანძარია

გამოქვეყნდა:

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების შესახებ რუსეთის რამდენიმე ოლქის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ ოთხშაბათს ღამით უკრაინელი სამხედროების მიერ გაშვებული რვა დრონი ჩამოაგდეს რეგიონის თავზე. მისი თქმით, დრონები განადგურდა ოლქის სამ რაიონში და "არავითარი მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა".

იმავდროულად, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი წერს, რომ "უპილოტო საფრენი აპარატები რეგიონს უკრაინის მხრიდან უახლოვდება".

რუსული "ტელეგრამ არხები" და მედია წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ ნავთობის ქარხანას რიაზანში. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა "Рязанские новости-ის" გამოცემას დაუდასტურეს, რომ ნავთობის ქარხნის მიდამოში "ხანძარი გაჩნდა". ეს მედია ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ წერს.

სამთავრობო მედია TASS ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავთობის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. "ხანძრის სავარაუდო მიზეზი დრონის ჩამოვარდნაა", - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

სამშაბათს რუსეთის რამდენიმე რეგიონი იყო დრონების მასიური თავდასხმის ქვეშ და ხანძარი გაჩნდა ნავთობის ქარხნებში ორელისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი