"ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე.

ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი.

მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის", - წერს ბორელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი