WSJ: აშშ უკვე უშვებს უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას

გამოქვეყნდა:

Wall Street Journal  წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები, რომელიც ადრე უარს ამბობდა ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე, ახლა უშვებს ამ იარაღის მიწოდების შესაძლებლობას.

გამოცემის თანახმად, ეს განპირობებულია პენტაგონის მიერ ახალი თაობის სისტემის შეძენაში პროგრესით, სახელწოდებით Precision Strike Missile. 

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა კიევს გაუგზავნა მცირე რაოდენობის რაკეტები, რომელთა მანძილი 160 კმ-მდეა, რისი წყალობითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსული ჯარების აღჭურვილობაზე დარტყმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში აეროდრომებზე.

შემდეგ New York Times-მა დაწერა, რომ თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწინააღმდეგებოდა უფრო დიდი მანძილის რაკეტების მიწოდებას (290 კმ-მდე). მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი რაკეტების მხოლოდ შეზღუდული მიწოდება აქვს და მათი კიევისთვის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს თავდაცვისუნარიანობის შემცირება.

Precision Strike Missile სისტემის შეძენა ამ დაბრკოლებას მოხსნის, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, აღნიშნავს WSJ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი