
რუსეთმა ღამით ხარკოვისა და სუმის ოლქებს რაკეტებითა და "შაჰიდის" ტიპის დრონებით შეუტია.
სუმის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა იყო სუმის რეგიონის "ოთხი ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე": რეგიონულ ცენტრს, შოსტკას, ტროსტიანეცს და ბელოპოლიეს.
გარდა ამისა, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა შოსტკასა და ტროსტიანეცზე, იუწყება ადმინისტრაცია.
რაც შეეხება ხარკოვს, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი წერს, რომ რუსეთმა ხარკოვს S-300-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. სინეგუბოვის თქმით, რამდენიმე "არასაცხოვრებელი სამოქალაქო შენობა" დაზიანდა ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში, მსხვერპლი არ არის.