
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ უკრაინის თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. მისი მტკიცებით, სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს კიდევ ორი დაშავებული ქალისა და ერთი კაცის დასახმარებლად.
გლადკოვის თქმით, რვა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე.
მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ გრეივორონის დაბომბვაზე. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით ერთი კაცი დაშავდა, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
დაზაინდა შენობები.