"მზად ვარ ისევ გავიარო კეთილსინდისიერების ტესტი "| თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური იმ მოსამართლეთა სიას უერთდება, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერენ. წიკლაური საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"სრულიად ვეთანხმები კოლეგებს. კეთილსინდისიერება  ისედაც წარმოადგენს მოსამართლეობის კრიტერიუმს. ამიტომ, ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს.მზად ვარ ისევ გავიარო აღნიშნული ტესტი" წერს წიკლაური.

 

ცნობისთვის, მამუკა წიკლაური იმ მოსამართლეების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც  საქართველოში  აშშ- ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში ჯორჯიის შტატის ქალაქ  ატლანტაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას ორი მოსამართლე -ნინო ბაქაქური  და ეკატერინე გასიტაშვილი გაემიჯნენ, დღეს კი "მთავარ არხთან" კომენტარები გააკეთეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა. ქეთი მესხიშვილი და მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი