"თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

"თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი France 2-ის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, საფრანგეთი "არასდროს გადავა შეტევაზე", რადგან ის "არასდროს იღებს ინიციატივას". 

"როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა [უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში]?" - კითხულობს მაკრონი.

მისივე თქმით, დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, დასავლეთი სუსტი არ უნდა იყოს: "შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და მტკიცედ, ნებით, გამბედაობით უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რითიც მიზნებს მივაღწევთ - ეს არის ის, რომ რუსეთი მარცხდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი