
უკრაინა და უნგრეთი მომავალ კვირას, სამთავრობო დონეზე, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
"პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო მომავალ კვირას გუნდებს შორის სამთავრობო დონეზე ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ" - წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ერმაკი სიიარტოს ტელეფონით დღეს, 14 მარტს, ესაუბრა. მათ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები, წინსვლის გზები განიხილეს და "ორმხრივი დღის წესრიგის რთული საკითხების მოგვარებისთვის რეგულარული კავშირის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.