უკრაინის დაზვერვა: რუსეთი, ბელგოროდში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ბლოკავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, ბელგოროდის რეგიონში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ბლოკავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სპიკერმა ანდრია იუსოვმა განაცხადა.

"დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს ინფორმაცია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული კომუნიკაციები როგორც სამართალდამცავებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის, სადაც ნათქვამია, რომ ძირითადი სატრანსპორტო კვანძები შემოსაზღვრულია სამართალდამცავების მიერ, შეიქმნა საგზაო ბლოკები და ხალხს ჯარიმებითა და თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებიან," - განაცხადა დაზვერვის სპიკერმა, ანდრია იუსოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას "ადამიანურ ფარად", რათა რუსული ტერორისტული რეჟიმი დაიცვას: "და ეს არის ის, რაც დღეს დადასტურდა და გამოაშკარავდა. ამავდროულად, არის ფაქტობრივი ცნობები იმის შესახებ, რომ ევაკუაცია ფაქტობრივად მიმდინარეობს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის გაივორონში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი